ვილი სანიოლის გუნდი ჯერ ესპანეთში შეიკრიბება, სადაც 11 ოქტომბერს ელჩეში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდება, შემდეგ კი 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს შეხვდება.
მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მოახლოებული მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები:
გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი“, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი)
მცველები:
გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი („ცსკა 1948“, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)
ნახევარდაცვა და თავდასხმა:
ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი)
საქართველოსთვის ესპანეთთან და თურქეთთან შეხვედრები ჯგუფში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ნაკრები შეეცდება, რომ ევროპული ფეხბურთის გრანდებთან კარგად ითამაშოს და 2026 წლის მუნდიალზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს.
Comments powered by CComment