Sakartvelo Team – ეს არის სპორტული მედია-პლატფორმა, რომელიც 2022 წელს შეიქმნა მიზნით: ქართული ფეხბურთის პროფესიონალური და ხარისხიანი გაშუქება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
დაარსების დღიდან ჩვენ ვემსახურებით ერთ მთავარ ღირებულებას – ვიყოთ სანდო, სწრაფი და ობიექტური წყარო ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს.
დღეს Sakartvelo Team წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან სპორტულ პლატფორმას საქართველოში.
ჩვენი კონტენტი მოიცავს:
- ყოველდღიურ სიახლეებს ქართულ და ევროპულ ფეხბურთზე
- ლეგიონერების სრულ ანალიზსა და ანგარიშებს
- ექსკლუზიურ ინტერვიუებს ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან
- ვიზუალურად გამორჩეულ ვიდეო/ფოტო მასალებს
- ეროვნული ნაკრების აქტიურ გაშუქებას ადგილიდან
Sakartvelo Team-ის კონტენტს ენდობიან როგორც გულშემატკივრები, ასევე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, მწვრთნელები და ჟურნალისტები. ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ ზრდა და ვიყოთ მედიასივრცის ლიდერი — ქართული ფეხბურთის ინტერესების სამსახურში.