ვილი სანიოლის პირველადი განაცხადი 24 ფეხბურთელს მოიცავდა, თუმცა სიას დაემატება „ფროზინონეს“ შემტევი გიორგი კვერნაძე, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია.

22 წლის კვერნაძემ იტალიაში სეზონი დამაჯერებლად დაიწყო: თასზე გამარჯვების გოლი გაიტანა, მანამდე კი 21-წლამდელთა ნაკრებში იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. მისი თამაშის სტილი განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე ძლიერია, თუმცა ახალგაზრდულ ევროტურნირზე მარჯვენა ფლანგზეც ეფექტურად იასპარეზა.

სამწუხაროდ, ნაკრებს ტრავმის გამო ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება — ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისში დაიწყებს:

  • 4 სექტემბერი — საქართველო 🇬🇪 vs თურქეთი 🇹🇷

  • 7 სექტემბერი — საქართველო 🇬🇪 vs ბულგარეთი 🇧🇬

წყარო: Sportall.ge