ქართველმა შემტევმა დაზიანება საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში, „ოსერთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. ლუის ენრიკემ კვარაცხელია შესვენებაზე შეცვალა, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ მისი თამაში „ბარსელონასთან“ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. საბოლოოდ ეს დადასტურდა – ხვიჩა გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა.

პსჟ-ს სერიოზული დანაკლისი აქვს. კვარაცხელიასთან ერთად, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ უსმან დემბელე, დეზირე დუე და გუნდის კაპიტანი მარკინიოსი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პარიზელებმა ბერგამოს „ატალანტა“ 4:0 დაამარცხეს, სადაც ერთ-ერთი გოლი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. „ბარსელონამ“ კი სტუმრად „ნიუკასლი“ 2:1 დაამარცხა.

„ბარსელონასა“ და „პსჟ“-ს დაპირისპირება 30 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.