ქართველმა ნახევარმცველმა „მიდტიულანდთან“ გასვლით შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა – მას საქართველოში წასვლა მოუხდაწია ოჯახარი პრობლემების გამო. გრაცელები დანიის კლუბთან 0:2 დამარცხდნენ.
ზოიმელის კომენტარი:
„ოჯახური პრობლემების გამო ოთარმა კლუბს სთხოვა, საქართველოში გაეშვათ. ბუნებრივია, მის თხოვნას დავთანხმდით – ოჯახი ყველაზე წინ დგას. თუმცა მის გარეშე ნამდვილად დიდი დანაკლისი ვიგრძენით. თავად კიტეიშვილმა მითხრა, რომ „რეინჯერსთან“ მზად იქნება და მოედანზე დაბრუნდება.“
ევროპალიგის მეორე მატჩს „შტურმი“ 2 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე, გლაზგოს „რეინჯერსის“ წინააღმდეგ გამართავს. ზოიმელი ხაზგასმით ამბობს, რომ გუნდის მიზანი საკუთარ სტადიონზე ქულების მაქსიმალურად აღებაა:
„თუ ვაპირებთ ევროპის ლიგის ჯგუფში გავიდეთ, პირველ რიგში საკუთარ კედლებში უნდა მოვიპოვოთ ქულები. ამიტომ „რეინჯერსთან“ თამაში უმნიშვნელოვანესია.“
ევროპული მატჩის წინ ავსტრიის ჩემპიონები ეროვნულ ლიგაში „ჰარტბერგს“ შეხვდებიან. ამჟამად „შტურმს“ ექვს ტურში დაგროვილი 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება, ლიდერ „რაპიდ ვენას“ უკან.
კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით 8 შეხვედრაში ითამაშა და 5 გოლით გამოირჩა. სექტემბერში მან ტრავმის გამო ორი მატჩი გამოტოვა და საქართველოს ნაკრებსაც ვერ დაეხმარა თურქეთსა და ბულგარეთთან დაპირისპირებებში.
Comments powered by CComment