ტენდერი და ბიუჯეტი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 15 აგვისტოს გამოაცხადა ტენდერი დეტალური პროექტის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.
ტენდერში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება.
-
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 876 მილიონი ლარი
სტადიონის ტევადობა და სეგმენტები
ახალი არენა მთლიანობაში 70 000 მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. ადგილები ასე გადანაწილდება:
-
65 410 ადგილი – სტანდარტული მაყურებლებისთვის
-
5 840 ადგილი – პრემიუმ სეგმენტისთვის
პრემიუმ ზონა მოიცავს VIP სტუმრებს, სპონსორების წარმომადგენლებსა და კორპორატიულ სტუმრებს.
ინფრასტრუქტურა და ფუნქციონალი
სტადიონი დაგეგმილია როგორც მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც არა მხოლოდ სპორტულ ღონისძიებებს, არამედ სხვა ტიპის აქტივობებსაც მოემსახურება. არენაზე შესაძლებელი იქნება:
-
კონცერტები და ფესტივალები
-
საცეკვაო ღონისძიებები და წვეულებები
-
კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებები
-
კორპორატიული მიღებები
-
საერთაშორისო კონფერენციები და გამოფენები
-
დაჯილდოვებები
-
სტადიონისა და მუზეუმის ტურები
Comments powered by CComment