შეხვედრაში დაცვის ხახზზე ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ფიგურა ლუკა ლოჩოშვილი იყო — ქართველმა მცველმა მეტოქის შეტევები გაანეიტრალა და დაცვის ხაზი ბოლომდე ორგანიზებულად აამუშავა.
საბოლოოდ მან 7.8 ქულა მიიღო — ეს მცველებში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაა არა მხოლოდ „ნიურნბერგში“, არამედ მთელ ტურშიც.
სწორედ ამიტომ მოხვდა ქართველი მცველი 2. ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში, რაც მისი ფორმის ზრდასა და გუნდში გაძლიერებულ როლს ხაზს უსვამს.
ამ გამარჯვებით „ნიურნბერგი“ ცხრილში მაღლა ავიდა და უკვე ახლოსაა ზონასთან, სადაც თითოეულ ქულას სერიოზული მნიშვნელობა აქვს. ლოჩოშვილის გამორჩეული თამაში კი ნათლად აჩვენებს, რომ ქართველი მცველი ამ კლუბში ერთ-ერთ საყრდენ ფიგურად ყალიბდება.
Comments powered by CComment