დღევანდელი ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. გაბრიელ სიგუამ და ნიკა გაგნიძემ ინდივიდუალური პროგრამით იმუშავეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა, გუნდის განწყობა მობილიზებულია და თითოეული მოთამაშე ბოლომდე ბრძოლას აპირებს.
ოთარ კიტეიშვილი:
„წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია. მართალია, გასასვლელად ფაქტობრივად სასწაული გვჭირდება, მაგრამ ჩვენთვის ეს შეხვედრები პრინციპულია. თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ გუნდური სული არ დაგვიკარგავს და ეს გუნდი კვლავ პროგრესის გზაზეა. ჩავარდნა, რაც ბოლო პერიოდში გვქონდა, დროებითია – დარწმუნებული ვარ, გამოვასწორებთ.“
ანზორ მექვაბიშვილი:
„ძალიან რთული შეხვედრები გველის. ოქტომბრის მატჩების შემდეგ აუცილებელი იყო რეაბილიტაცია, რაც ახლა უკვე გავიარეთ. სრული კონცენტრაციით ვემზადებით და მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს – ესპანეთთან ღირსეულად ვიბრძოლოთ და გულშემატკივრებს კარგი შედეგი ვაჩვენოთ.“
საქართველოს ნაკრები წლის ბოლო საშინაო შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს – „დინამო არენაზე“ მეტოქე იქნება ესპანეთი, ხოლო 18 ნოემბერს სანიოლის გუნდი სოფიაში ბულგარეთს ესტუმრება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი).
Comments powered by CComment