მატჩის 22-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ბურთისთვის ორთაბრძოლისას ფელიქს ნმეჩზე დაჯარიმდა უხეში თამაშისთვის, რის გამოც მთავარმა არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა.

შემთხვევის განხილვის შემდეგ, გერმანიის ფეხბურთის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და ზივზივაძე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელი  ვერ დაეხმარება თავის გუნდს „ჰამბურგის“, „აუგსბურგის“ და „შტუტგარტის“ წინააღმდეგ. მოედანზე დაბრუნებას კი ის მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს — 18 ოქტომბერს, საკუთარ სტადიონზე „ვერდერთან“ დაპირისპირებაში.