ანდრია ბართიშვილმა კვლავ დუბლით გამოიჩინა თავი, ხოლო მატჩის ბოლო ნაწილში გიორგი გორგაძემ შორეული დარტყმით მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩების წარმატებით ჩატარების შემდეგ სრული ყურადღება უკვე ოფიციალურ ტურნირზე გადაიტანა. ოქტომბერში გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისში გაივლის, სადაც მეტოქეები ისლანდია და საბერძნეთი იქნებიან. ჯგუფიდან ბრძოლას ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს.

ევრო 2026 | საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები:

  • 24 ოქტომბერი — საქართველო v ისლანდია | მესხი-2 | 18:00

  • 27 ოქტომბერი — საბერძნეთი v ისლანდია | დავით პეტრიაშვილი | 15:00

  • 30 ოქტომბერი — საქართველო v საბერძნეთი | მესხი-2 | 18:00