ბედოშვილი „ორბის“ ფეხბურთელი იყო და იჯარის წესით „გარეჯში“ თამაშობდა. ქართული კლუბის განცხადებით, ფეხბურთელმა კონტრაქტი თვითნებურად გააუქმა და ამით წესები დაარღვია, რის გამოც „ორბი“ გეგმავდა როგორც ფეხბურთელის, ისე „პარი ნიჟნი ნოვგოროდის“ წინააღმდეგ ოფიციალური საჩივრის შეტანას.
რუსულ კლუბში სხვა პოზიციას აყენებენ – მათი თქმით, გარიგება განხორციელდა კონტრაქტში არსებული გამოსყიდვის მუხლის საფუძველზე, რომელიც სწორედ „ორბსა“ და „გარეჯს“ შორის იჯარის ხელშეკრულებაში იყო გაწერილი. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ რეგულაციები არ დარღვეულა.
„სასამართლო პროცესი ან რაიმე დავა საერთოდ არ დაწყებულა. ფეხბურთელი შევიძინეთ და საქმე ამით დასრულდა. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ამ ტრანსფერზე FIFA-ში არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს,“ – თქვა უდალცოვმა.
Comments powered by CComment