24 წლის ქართველი ფორვარდი ესპანურ კლუბს სეზონის დასაწყისში შეუერთდა, რომლის სანაცვლოდაც „ვილიარეალმა“ დაახლოებით 30 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა გამოცემა Fichajes-ის ცნობით, ლონდონელები უკვე ამზადებენ შეთავაზებას, რომელიც თითქმის ორჯერ მეტი იქნება — „ტოტენჰემი“ მზადაა მიქაუტაძეში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მიქაუტაძეს „ტოტენჰემთან“ ზაფხულშიც აკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ვერ განხორციელდა.
შემტევ ხაზში სიღრმე სჭირდებათ და ქართველი ფორვარდი შესანიშნავ დამატებად მიიჩნევა. მიქაუტაძემ თავი ჯერ საფრანგეთში გამოიჩინა, სადაც „ლიონის“ შემადგენლობაში გასულ სეზონში 17 გოლი გაიტანა, ხოლო დღეს უკვე ესპანეთის ლა ლიგაშიც ამტკიცებს საკუთარ კლასს.
მისი შესაძლო ტრანსფერის შემთხვევაში, მიქაუტაძე კონკურენციას გაუწევს დომინიკ სოლანკეს. სწორედ ეს კონკურენცია შეიძლება გახდეს დამატებითი სტიმული ორივე თავდამსხმელისთვის. სოლანკეს გოლების სტაბილურად გატანა უჭირს და „ტოტენჰემში“ მიიჩნევენ, რომ ქართველი ფორვარდი რეალური გაუმჯობესება იქნება.
Comments powered by CComment