მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა: 16-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც ვიქტორ ოსიმენმა ზუსტად შეასრულა და „გალათასარაი“ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში ალისონმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. სწორედ ამ მომენტში შედგა გიორგი მამარდაშვილის ისტორიული დებიუტი, რომელმაც დარჩენილ დროში კარი მშრალად შეინარჩუნა, თუმცა შეტევაში „წითლებს“ გადამწყვეტი გოლის გატანა ვერ მოუხერხებიათ.

არნე სლოტმა დაადასტურა, რომ ალისონი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება „ლივერპულს“ მომდევნო მატჩში „ჩელსის“ წინააღმდეგ:

„როდესაც ფეხბურთელი იძულებით ტოვებს მოედანს, ეს არასოდეს არის კარგი ნიშანი. ალისონი შაბათს თამაშისთვის მზად არ იქნება.“

„გალათასარაისთან“ მარცხის შემდეგ „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლგიაზე 3 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას  22 ოქტომბერს, ფრანკფურტში „აინტრახტთან“ გამართავს. პრემიერ ლიგაში კი გუნდი 4 ოქტომბერს ლონდონში „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

„გალათასარაიმ“ კი ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულები მოიპოვა და შემდეგ ტურში 22 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე ნორვეგიულ „ბოდო გლიმტს“ უმასპინძლებს.