კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებშიც გამოძახებულია, თუმცა 11 ოქტომბერს ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმები და სამწვრთნელო შტაბი უახლოეს დღეებში მიიღებენ.

ფრანგული მედიის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენისთვის“ კვარას არყოფნა სერიოზული დანაკლისია, რადგან ქართველი შემტევი ბოლო პერიოდში გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ესპანეთთან შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა – ეს მატჩი საკვალიფიკაციო ციკლში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოცდად ითვლება. სწორედ ამიტომ, კვარაცხელიას გამოჯანმრთელება ეროვნული გუნდისთვის კრიტიკულ საკითხად რჩება.