პარიზული კლუბის ოფიციალურმა არხებმა დღეს გამოაქვეყნეს კადრები, სადაც კვარაცხელია უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ტრავმა სერიოზული არ ყოფილა და ქართველი ფეხბურთელი მალე კვლავ მოედანზე გამოჩნდება.
დიდი ალბათობით, ხვიჩა 30 აგვისტოს „ტულუზასთან“ გასვლით შეხვედრაში განაცხადში მოხვდება და შესაძლოა მოედანზეც ვიხილოთ.
ამავე დროს, ეს პოზიტიური სიახლეა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც, რომელსაც სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის — 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთთან.
Comments powered by CComment