მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული კონტრაქტები ხშირად კონფიდენციალურია, საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია ყველაზე მაღალანაზღაურებელი ქართველი ფეხბურთელების რეიტინგის შედგენა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელები:


1. ხვიჩა კვარაცხელია (PSG)

პარიზული გრანდის მთავარი ვარსკვლავი წელიწადში დაახლოებით 16,3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 

2. გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული)

„ვალენსიადან“ ლივერპულში გადაბარგებული მეკარე წელიწადში დაახლოებით 5,1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს ტრანსფერი მამარდაშვილისთვის უდიდესი წინსვლა გახდა როგორც კარიერულად, ისე ფინანსურად.

3. გიორგი მიქაუტაძე (ლიონი)

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ფორვარდად ითვლება. მისი წლიური ანაზღაურება 3,27 მილიონ ევროს შეადგენს.

4. გიორგი ჩაკვეტაძე (უოთფორდი)

ჩემპიონშიპში მოთამაშე შემტევი ნახევარმცველი წელიწადში დაახლოებით 1,3 მილიონი ფუნტის ხელფასს იღებს.

5. ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი)

ბუნდესლიგის ქართველი ფორვარდის წლიური შემოსავალი 1,14 მილიონ ევროს აღწევს.

6. ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი)

საფრანგეთის „სენტ-ეტიენის“ შემტევი წელიწადში 900 ათას ევროს გამოიმუშავებს.

7. საბა ლობჯანიძე (Atlanta United)

MLS-ში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი წელიწადში დაახლოებით 900 ათას დოლარს იღებს.