24 წლის ქართველმა მეკარემ ორი სეივი შეასრულა და გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის. მისი პასების სიზუსტე 76% იყო. სტატისტიკურმა პორტალმა WhoScored მას 6.85 ქულა დაუწერა, რაც გუნდში მეხუთე მაჩვენებელია.

„ლივერპულმა“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და ახალ სეზონში დაუმარცხებელი სერია განაგრძო.