ხელშეკრულების მიხედვით, 21 წლის მეკარე „პარდუბიცეში“ იჯარით ითამაშებს 2026 წლის 30 ივნისამდე, კლუბს კი გამოსყიდვის უფლება ექნება.

„პარდუბიცე“ ამჟამად ჩეხეთის ჩემპიონატში რთულ სიტუაციაშია — 6 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-16 პოზიციას იკავებს.