ქოჩორაშვილს შეეძლო დებიუტი გოლით დაემშვენებინა – 87-ე წუთზე მისი დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან მცველმა დუპლექს ჩამბამ გამოიტანა.

მატჩის წინ „სპორტინგის“ თავკაცმა რუი ბორჟესმა აღნიშნა, რომ ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ საკმაოდ დატვირთული სეზონი ჩაატარა და ტრავმის თავიდან ასაცილებლად მისი სათამაშო დრო ჯერჯერობით შეზღუდული იქნება.

„სპორტინგის“ მომდევნო თამაში 17 აგვისტოს არის დაგეგმილი – გუნდი შინ „აროკას“ მიიღებს.