შეხვედრის დასაწყისში მასპინძლებმა სწრაფი გოლი გაიტანეს. „სპორტინგის“ მთავარ მწვრთნელს იძულებით ადრე მოუწია ცვლილების განხორციელება – ტრავმირებული ჰიდემასა მორიტას ნაცვლად 32-ე წუთზე მოედანზე გიორგი ქოჩორაშვილი შევიდა. 

მალე მასპინძელთა თავდამსხმელი პაბლო რუანი ზუსტად ქოჩორაშვილზე დაჯარიმებისთვის მოედნიდან გააძევეს და „სპორტინგმა“ რიცხობრივი უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენა. თამაში სრულიად შეიცვალა – პედრო გონსალვეშმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ერთ-ერთი გოლი ჰარდერმა დაამატა. საბოლოოდ სტუმრებმა გაიმარრჯვეს და სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს.

„სპორტინგს“ 9 ქულა აქვს და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. გუნდი შემდეგ ტურში, 30 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე პრინციპულ მეტოქე „პორტუს“ დაუპირისპირდება.

ნასიონალი – სპორტინგი 1:4
გოლები: სანტოსი (3) – გონსალვეში (52, 76, 90+3), ჰარდერი (83)
გაძევება: რუანი (37, ნასიონალი)