პაულუ ფონსეკას ხელმძღვანელობით ლიონი სტუმრად „ლანსს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით – 1:0 იმარჯვა. მატჩის ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა პირველ ტაიმში გაიტანა: მალიკ ფოფანას ზუსტი გადაცემის შემდეგ მიქაუტაძემ მეტოქე მცველს პოზიციური ბრძოლა მოუგო და ბურთი ერთი შეხებით კარში გადაგზავნა.
24 წლის ქართველმა მოედანზე 92-ე წუთამდე ითამაშა და აქტიური შეხვედრა ჩაატარა – კარისკენ ხუთჯერ დაარტყა, საიდანაც ერთი ზუსტად გამოეყო და გოლად იქცა. მის ანგარიშზეა 28 ბურთთან შეხება, 15 პასიდან 12 ზუსტი, 2 შედეგიანი დრიბლინგი და 8 ორთაბრძოლიდან 3 მოგებული.
Whoscored-ის ვერსიით, მიქაუტაძემ შეხვედრაში 7.3 ქულა დაიმსახურა. ეს იყო მისი 26-ე გოლი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში.
ლიონი მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, სადაც გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს“ დაუპირისპირდება.
Comments powered by CComment