პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც კვიპროსში 2:2 დასრულდა, ბერძნული კლუბი დღევანდელ შეხვედრაში პირველი გავიდა წინ. თუმცა 66-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა. ქართველი თავდამსხმელი 78-ე წუთზე შეცვალეს.
ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, მაგრამ დამატებით ტაიმებში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 3:1 იმარჯვეს, რითაც მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
Comments powered by CComment