24 წლის ფეხბურთელმა ლიგა 2-ის მეორე ტურში „როდეზის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ერიკ ჰორნელანის ხელმძღვანელობით, „მწვანეებმა“ საკუთარ მოედანზე მეტოქე 4:0 დაამარცხეს. დავითაშვილი სასტარტო თერთმეტეულში იყო და 82-ე წუთამდე იასპარეზა. ქართველმა ლეგიონერმა გოლი 79-ე წუთზე შეაგდო – ოგასტინ ბოაკის პასის შემდეგ ზურიკო მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა, რითაც შეხვედრას საბოლოო ანგარიში მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ დავითაშვილმა „როდეზთან“ კარიერაში უკვე მეოთხედ ითამაშა და მეორე გოლიც სწორედ ამ გუნდს გაუტანა.
„სენტ ეტიენისთვის“ ეს გამარჯვება სეზონის პირველი იყო. გუნდს ახლა 4 ქულა აქვს და მესამე ტურში, 23 აგვისტოს, გასვლაზე „ბულონს“ დაუპირისპირდება.
Comments powered by CComment