საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში ფეხის ტრავმის გამო ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა ბოლო დღეებში მას „ვალენსიას“ ინტერესს აქტიურად უკავშირებდნენ. ბერამიმ კი ეს ინფორმაცია სრულიად გამორიცხა:

„ჩვენი ერთადერთი მიზანი მისი გამოჯანმრთელება და მოედანზე დაბრუნებაა. გასულ კვირას გიორგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა სპეციალისტთან და ახლა სრული ინფორმაცია გვაქვს მისი რეაბილიტაციის შესახებ. მთავარია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მოედანს და დაგვეხმაროს,“ – განუცხადა ბერამიმ BBC Three Counties Radio-ს.

მისივე თქმით, ჩაკვეტაძის ტრანსფერზე საუბარი ამ ეტაპზე საერთოდ არ განიხილება:
„ის არ იყიდება. მთავარი ისაა, რომ ფორმა აღიდგინოს და მზად იყოს. ეს არის ერთადერთი, რასაც ახლა ვფიქრობთ.“