„შანდუნ ტაიშანმა“ სუპერლიგის 22-ე ტურში „ცინდაო ვესტ კოსტი“ დაძაბულ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა.
32 წლის ფეხბურთელმა გოლი მატჩის 59-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდი 3:1 დააწინაურა. ვაკო ყაზაიშვილმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა – ბოლო 5 ტურში მის ანგარიშზე უკვე 7 გოლია, მათ შორის ერთი ჰეთ-თრიკი.
მიმდინარე სეზონში ვაკოს საოცარი მაჩვენებელი აქვს: 22 მატჩში 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. ამ შედეგით ის ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება ფაბიო აბრეუს.
Comments powered by CComment