შანდუნ ტაიშანის ლიდერმა ამჯერად საკუთარ მოედანზე ჩანჩუნ იატაის წინააღმდეგ გაიტანა. მატჩის 39-ე წუთზე, ზუსტი ჩაწოდების შემდეგ, ყაზაიშვილმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. შეხვედრა საბოლოოდ მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – 2:1. ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან კომპენსირებულ მეორე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში ვაკოს ანგარიშზე უკვე 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა არის 20 ჩატარებულ მატჩში. ამ შედეგით ის ლიგის ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზეა პეკინ გოანის ფაბიო აბრეუსთან ერთად.

შანდუნ ტაიშანი 31 ქულით სუპერლიგის ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 16 აგვისტოს სტუმრად შენჩჟენთან ჩაატარებს.