პირველი მატჩი რუმინეთში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს და პრაქტიკულად უსაფრთხო უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა სლოვაკეთში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – „ტრნავამ“ ძირითად დროში 4:1 იმარჯვა და საერთო ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა. ოვერტაიმში „უნივერსიტატეამ“ ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მატჩის გმირებად სამი ქართველი ფეხბურთელი იქცა. „ტრნავას“ ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა, რომელიც მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. „უნივერსიტატეას“ შემტევმა ანზორ მექვაბიშვილმა კი 71-ე წუთზე შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ ერთი საგოლე პასი მიითვალა.