კვარაცხელიას სეზონი არცთუ საუკეთესო ფორმაში დაიწყო, თუმცა ახლა მისგან ელიან, რომ 100%-ით მზად იქნება და გადამწყვეტ როლს შეასრულებს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრაციის პარალელურად ადგილობრივი ჩემპიონატის გათამაშებაში ლიდერობა შეინარჩუნოს, რის გამოც ქართველის ფორმა გადამწყვეტი იქნება.

France Bleu წერს, რომ დემბელესა და დუეს არყოფნაში პასუხისმგებლობა ძირითადად ხვიჩა კვარაცხელიასა და ბრედლი ბარკოლას დაეკისრებათ. ორივე მათგანმა სანაკრებო პაუზაზე თავი კარგად წარმოაჩინა: კვარამ ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა, ბარკოლამ კი ერთი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ქართველმა იმავე დონეზე უნდა ითამაშოს, როგორც იანვარში „პარი სენ ჟერმენს“ შეუერთდა, თუმცა ახლა ეს უფრო რთული იქნება, რადგან მისი თამაში კარგად არის შესწავლილი. სწორედ ამიტომ სჭირდება ფანტაზიისა და უნარების მაქსიმალური გამოვლენა, რაც გუნდს შედეგის მისაღწევად აუცილებელია“, – აღნიშნავს გამოცემა.

📌 ხვიჩა კვარაცხელიასთვის „ლანსთან“ თამაში კიდევ ერთი გამოცდა იქნება, სადაც მის ლიდერობას და შემოქმედებითობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.