ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ „ეშტორილის“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა „ავეშთან“ (3:1), ახლა უკვე ლიგის მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ლომინაძემ შეხვედრის ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა და საკუთარი გუნდი გამარჯვების გზაზე დააყენა. ეს გოლი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოდგა, რადგან ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ახალი ლიგის სტარტზევე მიიპყრო ყურადღება როგორც პორტუგალიაში, ისე საქართველოში.
ქართველი გულშემატკივრებისთვის ლომინაძის პროგრესი განსაკუთრებულად სასიხარულოა, რადგან მას არა მხოლოდ პერსპექტივა, არამედ რეალური შესაძლებლობა აქვს, რომ მომავალში ეროვნულ ნაკრებშიც ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდეს.
Comments powered by CComment