მატჩის ერთადერთი გოლი სტუმრებმა დამატებულ დროში, 90+4-ე წუთზე კორედორის ზუსტი დარტყმით გაიტანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა და თამაშის მიმდინარეობისას ყვითელი ბარათიც მიიღო. ეს მისი მეორე შეუცვლელი მატჩია ახალ კლუბში.

„ნიურნბერგს“ სეზონის სტარტზე ზედიზედ ორი მარცხი დაუგროვდა. მიროსლავ კლოზეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 აგვისტოს გერმანიის თასზე გამართავს, სადაც სტუმრად „ილერტისენს“ დაუპირისპირდება.