გრაცელთა შემადგენლობაში ძირითადში იყო ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მოედანზე 82 წუთი გაატარა, თუმცა გუნდს მძიმე მარცხის თავიდან არიდებაში ვერ დაეხმარა.
ნორვეგიული კლუბი თავიდანვე დომინირებდა: ჰეგიმ მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა, სამი წუთის შემდეგ ბიერტუფტმა სხვაობა გაზარდა, ხოლო 25-ე წუთზე სალტნესმა მასპინძლები 3:0 დააწინაურა. მეორე ტაიმში ევიენიმ (54’) ანგარიში 4:0 გახადა, შეხვედრის საბოლოო შედეგი კი ბიოვინგის ავტოგოლმა დააფიქსირა (79’) – 5:0.
საპასუხო მატჩი 26 აგვისტოს გრაცში გაიმართება, თუმცა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და „შტურმის“ შანსები მინიმალურია.
ბოდო. „ასპმიურა“
ბოდო გლიმტი – შტურმი 5:0
გოლები: ჰეგი (7), ბიერტუფტი (10), სალტნესი (25), ევიენი (54), ბიოვინგი (79, ავტოგოლი)
Comments powered by CComment