საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი ძირითადში იყო და სრული 90 წუთი ჩაატარა. კომპენსირებულ დროში ქართველმა მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა მიუხედავად მარცხისა, სპეციალისტებმა მას ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შეფასება მისცეს „ნიურნბერგის“ რიგებში.

„ნიურნბერგისთვის“ სეზონის სტარტი მძიმე გამოდგა — გუნდი ჯერ გერმანიის თასიდან გამოვარდა, ახლა კი მეორე ბუნდესლიგაში სამი ტურის შემდეგაც უქულოდაა. 

📍 მიუნსტერი, „პროისენშტადიონი“
პროისენი – ნიურნბერგი 2:1
გოლები: ბატისტა მეიერი (32), შულცი (43) – ლიუბახი (75)

კლუბი შემდეგ შეხვედრას 29 აგვისტოს ჩაატარებს, როდესაც საკუთარ მოედანზე „პადერბორნს“ უმასპინძლებს.