ძირითადი შემადგენლობიდან მატჩი დაიწყო ნოდარ ლომინაძემ, რომელმაც 67 წუთი გაატარა მოედანზე. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

ლომინაძე უკვე ვილი სანიოლის გუნდის წევრია — ის გამოძახებულია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომელიც სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში „ეშტორილს“ ორი ქულა აქვს მოპოვებული და მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 6 სექტემბერს, კლუბი „სანტა კლარას“ უმასპინძლებს.