ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საყრდენი ფიგურაა, კკვლავ საუკეთესო იყო ნიურნბერგის რიგებში. მან შეუცვლელად ითამაშა და მიუხედავად მარცხისა, ანალიტიკური პლატფორმების შეფასებებით „ნიურნბერგის“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა (WhoScored – 7.9, Flashscore – 7.7, Sofascore – 7.4).
მიუხედავად ლოჩოშვილის დამაჯერებელი თამაშისა, კლუბი სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულა აქვს. მომდევნო შეხვედრას ფრანკონიული გუნდი 20 სექტემბერს „ბოხუმის“ წინააღმდეგ გამართავს.
კარლსრუე – ნიურნბერგი 2:1
გოლები: შლეიზენერი (44), კუდოსუ (45+4), ვანიტცეკი (75)
Comments powered by CComment