იტალიის თასის 1/32-ფინალში ქართველმა შემტევმა „მონცას“ წინააღმდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს 1/16-ფინალის საგზური მოუტანა.
22 წლის კვერნაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე გამოჩნდა. დამატებით დროში, 92-ე წუთზე, მან ფრანჩესკო ჯელის ზუსტი პასის შემდეგ შეტევა ცენტრიდან დაასრულა და თამაშის ბედი გადაწყვიტა – 0:1.
„ფროზინონეს“ შემდეგი მეტოქე „კალიარი“ იქნება. დაპირისპირება 24 სექტემბერს ფროზინონეში გაიმართება. სერია B-ს სტარტს კი გუნდი 24 აგვისტოს აველინოსთან საშინაო შეხვედრაში გამართავს.
გასულ სეზონში ქართველმა შემტევმა სერია B-ში 3 გოლი და 5 საგოლე პასი მოაგროვა.
Comments powered by CComment