კვარაცხელია პრესტიჟული ჯილდოს 30 საუკეთესო მოთამაშეს შორის უკვე მეორედ მოხვდა. პირველად ეს 2023 წელს მოხდა, როდესაც ის „ნაპოლის“ მაისურს ატარებდა და გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა. ორი წლის შემდეგ კი შედეგი გაუმჯობესდა – ახლა უკვე „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერი ევროპისა და მსოფლიოს ფეხბურთის ელიტაში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზეა.

🏆 ოქროს ბურთის 2025 წლის საუკეთესო ხუთეული

  1. უსმან დემბელე („პსჟ“, საფრანგეთი)

  2. ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი)

  3. ვიტინია („პსჟ“, პორტუგალია)

  4. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, ეგვიპტე)

  5. რაფინია („ბარსელონა“, ბრაზილია)