მატჩის მე-4 წუთზე „ლანსის“ ნახევარმცველი ოდსონ ედუარი უხეშად შევიდა ორთაბრძოლაში, რის გამოც მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. კვარაცხელიამ მაშინ თამაში გააგრძელა, თუმცა 30-ე წუთზე ტკივილის გამო შეცვლა თავადვე ითხოვა. მან სამედიცინო შტაბის დახმარებით დატოვა მოედანი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში ჯამში უკვე სამი შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე 71 წუთი გაატარა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად სერიოზულია მიღებული დაზიანება – საბოლოო პასუხს სამედიცინო გამოკვლევა გასცემს.
Comments powered by CComment