შეხვედრის მთავარი სიახლე ქართველი გულშემატკივრებისთვის ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება იყო. ტრავმის შემდეგ ნახევარმცველი 59-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და გუნდის გამარჯვება უშუალოდ მოედანზე იზეიმა.

ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა – 42-ე წუთზე ნიკოლა ჰორვატმა სტუმრები წინ გაიყვანა. „ზალცბურგი“ კაცნაკლული უკვე გაცილებით ადრე დარჩა: მე-20 წუთზე აბდელ დიაბატემ წითელი ბარათი მიიღო და გუნდს სერიოზული დარტყმა მიაყენა. რიცხობრივი უპირატესობა „შტურმმა“ მეორე ნახევრის დასაწყისშივე გამოიყენა, როდესაც საიმონ ჯატამ (51-ე წუთი) მეორე ბურთიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ წარმატებით გრაციოლებმა 12 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან. მომდევნო გამოცდა მათ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ელით – 24 სექტემბერს „შტურმი“ დანიაში „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდება.

ზალცბურგი – შტურმი 0:2
გოლები: ჰორვატი (42), ჯატა (51)
გაძევება: დიაბატე (20, „ზალცბურგი“),