გამარჯვების მომენტი უშუალოდ საქართველოს ნაკრების მცველის, ოთარ კაკაბაძის, აქტიურობას უკავშირდება.
29 წლის მარჯვენა მცველმა შეუცვლელად იასპარეზა, შეხვედრის დასაწყისში ყვითელი ბარათიც მიიღო, თუმცა 69-ე წუთზე მატჩის ბედი გადაწყვიტა – შეტევაში ჩართვის შემდეგ ზუსტი პასით ბულგარელ შემტევს, მარტინ მინჩევს მიუძებნა, რომელმაც ახლო დარტყმით ანგარიში გახსნა.
კაკაბაძე „კრაკოვიას“ კაპიტნის სამკლავურით უძღვებოდა და მიმდინარე სეზონში უკვე სამი საგოლე ქმედება დაუგროვდა – ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა.
მოგებული შეხვედრის შემდეგ „კრაკოვიამ“ 10 ქულა მოაგროვა და დროებით მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, ლიდერ „ვისლა პლოცკს“ კი მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.
კაკაბაძის გუნდი მომდევნო ტურში 24 აგვისტოს სტუმრად „პიასტს“ დაუპირისპირდება.
Comments powered by CComment