სან სებასტიანში გადამწყვეტი წუთები
„რეალე არენაზე“ „კადისი“ 1:3-ს აგებდა და მარცხის პირას იდგა. ტაბატაძე მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა და თამაშის სურათი შეცვალა. 77-ე წუთზე ეფექტური დარტყმით სხვაობა შეამცირა, ორ წუთში კი ისევ გაიტანა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა — 3:3.

ტაბატაძის ბრწყინვალე გამოსვლამ მას მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოუტანა. ამ შედეგით ქართველი ბომბარდირთა ტოპ-სიაში მეორე ადგილს იკავებს.

ახალი ლიდერი „კადისში“
სტარტიდანვე ტაბატაძემ დაამტკიცა, რომ შეუძლია გუნდის ლიდერობა. ალბასეტესთან სადებიუტო მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა, ახლა კი სოსიედადთან დუბლი შეასრულა. „კადისმა“ 8 ქულა მოიპოვა და მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ეიბარს“ დაუპირისპირდება.