ანგარიში მე-19 წუთზე სტუმრებმა გახსნეს — ადამ ძვიაგალამ ზუსტი დარტყმით „ზანკტ პაული“ წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისში HSV თითქოს დაბრუნდა შეხვედრაში: რანსფორდ კონიგსდორფერმა ბურთი კარში შეაგორა, თუმცა VAR-მა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გაუქმდა. საბოლოოდ, 60-ე წუთზე ანდრეას ჰუნტონდჯიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და დერბის ბედი პრაქტიკულად გადაწყდა.

გიორგი გოჩოლეიშვილი
საქართველოს ნაკრების მცველი ძირითადში იყო და მეორე ტაიმის დასაწყისში სწორედ მის გრძელ, ზუსტ გადაცემას მოჰყვა გაუქმებული გოლი — ეპიზოდი, რომელიც VAR-მა არ ჩათვალა.
თუმცა შეხვედრა უიღბლოდ დასრულდა: 26-ე წუთზე გოჩოლეიშვილმა პირველი ყვითელი ბარათი მიიღო (პროტესტი), 77-ე წუთზე კი მეორედ გააფრთხილეს და მოედნიდან გააძევეს. HSV კაცნაკლულად დარჩა და ვეღარანაირი რეაგირება მოახერხა.

სატურნირო მდგომარეობა და მომდევნო მატჩი
ორი ტურის შემდეგ „ზანკტ პაული“ ოთხი ქულით ლიდერთა შორისაა, HSV კი ერთი ქულით მე-11 პოზიციას იკავებს. სანაკრებო პაუზის შემდეგ, 13 სექტემბერს, ჰამბურგელებს მიუნხენში „ბაიერნთან“ ურთულესი გასვლა ელით, სადაც დისკვალიფიკაციის გამო გოჩოლეიშვილი ვერ ითამაშებს.