შეხვედრა საკმაოდ ფრთხილად წარიმართა და სანახაობრივობა ნაკლებად შეინიშნებოდა. მატჩის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა – 86-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა პანიჩელიმ ერთადერთი გოლი გაიტანა და გამარჯვება „სტრასბურგს“ მოუტანა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა მარცხენა ფლანგზე შეუცვლელად ითამაშა და აქტიური იყო შეტევაში. მიუხედავად მცდელობისა, მასპინძლებს გოლის გატანა ვერ მოახერხეს. რაც შეეხება გიორგი აბუაშვილს, ის მატჩს სათადარიგოთა შორის დაესწრო და მოედანზე არ გასულა.

„მეცი“ მომდევნო ტურის მატჩს 23 აგვისტოს გამართავს – გუნდი გასვლაზე „ლიონს“ დაუპირისპირდება.

მეცი – სტრასბურგი 0:1
გოლი: პანიჩელი (86)
სტადიონი: „სენ სიმფორიენი“, მიცი