ქამბექში დაეხმარა. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა „ლა კერამიკაზე“ გამართულ დაპირისპირებაში თავი გამოიჩინა და მარსელინოს გუნდმა „ოსასუნასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა.
შეხვედრის დასაწყისშივე ნათელი იყო, რომ მიქაუტაძე მოტივირებული იყო. 26-ე წუთზე გიორგის დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა, ხოლო რამდენიმე წუთში შესანიშნავი პასით თანაგუნდელი ილიას აკომაში მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ეპიზოდი გოლით არ დასრულებულა.
პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებს მძიმე დარტყმა მიაყენეს: კაცნაკლული „ოსასუნა“ პენალტით დაწინაურდა და ანტე ბუდიმირმა ანგარიში გახსნა – 0:1.
მეორე ნახევარში „ვილიარეალი“ სრული უტევდა მეტოქეს. სწორედ 69-ე წუთზე, გიორგი მიქაუტაძემ თავური დარტყმით ბადე შეარხია – 1:1. ეს ციფრი შემთხვევითი არ არის: ფეხბურთელი ლიონში დაიბადა, სადაც საფოსტო ინდექსი 69000-ით იწყება, და სწორედ ამ მიზეზით ატარებდა მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ნომერს ლიონში. შესაბამისად, სადებიუტო გოლის გატანა ამავე წუთზე მის კარიერას კიდევ უფრო ემოციურ ელფერს სძენს.
79-ე წუთზე მიქაუტაძე დუბლსაც მიუახლოვდა, თუმცა მისი დარტყმა ხარიხას გადაფრინდა. 86-ე წუთზე, პაპ გეიეს დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა და კარში აღმოჩნდა – 2:1.
Whoscored-ის შეფასებით, ქართველ ფორვარდს 7,75 ქულა მიენიჭა. მან ექვსჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ – იმდენჯერ, რამდენჯერაც „ოსასუნამ“ მთლიანობაში. აქედან ორი დარტყმა ჩარჩოში წავიდა, ერთიც გოლად იქცა.
ამ გამარჯვებით „ვილიარეალმა“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 5 ტურში 10 ქულა დააგროვა. მარსელინოს გუნდის მომდევნო მეტოქე 23 სექტემბერს „სევილია“ იქნება.
შედეგი:
„ვილიარეალი“ 2:1 „ოსასუნა“
⚽ 0:1 ბუდიმირი (პენ. 45+6)
⚽ 1:1 მიქაუტაძე (69’)
⚽ 2:1 გეიე (86’)
Comments powered by CComment