Community Shield-ის ფინალში „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ, ისევე როგორც პრემიერ ლიგის პირველ ოთხ ტურში(„ბორნმუთი“, „ნიუკასლი“, „არსენალი“) და ახლაც „ბერნლის“ წინააღმდეგ, მამარდაშვილი განაცხადში მოხვდა, თუმცა მოედანზე შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა.
რატომ ვერ იღებს დროს ქართველი მეკარე?
ყველაზე დიდი მიზეზი აშკარაა – ალისონ ბეკერი. ბრაზილიელი კიპერი კვლავაც შესანიშნავ ფორმაშია და თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მისი სეივები, თავდაჯერებული თამაში და ლიდერული თვისებები ლივერპულისთვის შეუცვლელია.
ალისონის სტატუსს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ კლუბთან კონტრაქტი მას 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ბრაზილიელი მომდევნო წლებშიც „მერსისაიდელთა“ ძირითადი კარის დარაჯად განიხილება.
რა ელოდება მამარდაშვილს?
გიორგის მდგომარეობა რთულია – პრემიერ ლიგაში ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება, თუმცა კონკურენცია ალისონთან ურთულესია. სავარაუდოდ, ქართველი კიპერს თამაშის შანსები ძირითადად თასებზე ან განსაკუთრებულ ვითარებებში ექნება.
ლივერპულის კარში დღეს დგას მსოფლიო დონის მეკარე, რომლის დაძლევა ურთულესია. მამარდაშვილს, მიუხედავად უშუალო სათამაშო დროის დეფიციტისა, შესაძლებლობა აქვს საუკეთესო გარემოში განვითარდეს და იმ მომენტისთვის მოემზადოს, როდესაც მას შანსი მიეცემა.
Comments powered by CComment