მატჩი მასპინძელთა სწრაფი გოლით დაიწყო – მე-4 წუთზე კუცუპიასმა ანგარიში გახსნა, 28-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გაზარდა.
შეხვედრა ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო – გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. 22 წლის შემტევმა 75 წუთი ითამაშა და აქტიური მონაწილეობა მიიღო შეტევებში.
შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს სწორედ მისმა გოლმა მოუტანა „ფროზინონეს“ გამარჯვება „მონცას“ წინააღმდეგ.
„ფროზინონე“ შემდეგ შეხვედრას 30 აგვისტოს, სტუმრად „პალერმოსთან“ ჩაატარებს.
Comments powered by CComment