შეხვედრა სტუმრების გოლით დაიწყო – მე-10 წუთზე კალომ პენალტით გახსნა ანგარიში. მასპინძლებმა მალევე გამოასწორეს მდგომარეობა და 30-ე წუთზე გედჯემისმა გაათანაბრა. მეორე ტაიმში „ფროზინონე“ ჯაკოპო მარტინის გოლით დაწინაურდა (72’), თუმცა „სუდტიროლმა“ მერკაის პენალტით (78’) ანგარიში ისევ გაათანაბრა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის მთავარი ინტერესი გიორგი კვერნაძე იყო. 22 წლის შემტევი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, მარცხენა ფლანგზე იასპარეზა და 69 წუთის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა შეტევებში და მაღალი შეფასება დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს სწორედ მისი გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი „მონცას“ წინააღმდეგ, ხოლო ახლა უკვე მწვრთნელი მას რეგულარულად ანიჭებს ნდობას სასტარტოში.

4 ტურის შემდეგ გუნდს 8 ქულა აქვს (2 მოგება, 2 ფრე) და სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორის იმყოფება.