ქოჩორაშვილისთვის ეს იყო შესაძლებლობა, დაემტკიცებინა თავისი ადგილი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში და ქართველი ნახევარმცველი აქტიურად იყო ჩართული თამაშში. პირველ ტაიმში „სპორტინგმა“ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, თუმცა ანგარიში მხოლოდ 44-ე წუთზე გაიხსნა – სწორედ მაშინ ქოჩორაშვილმა ქუსლით დახვეწილი გადაცემა გაუკეთა ტრინკაოს, რომელმაც ზუსტი დარტყმით ბურთი კარში გაგზავნა.
მატჩის მსვლელობისას იყო ეპიზოდი, როდესაც პორტუგალიურ კლუბს პენალტის გამოყენება შეეძლო, მაგრამ იულმანის დარტყმა 18 წლის მეკარემ, კალმურზამ მოიგერია. ყაზახურ გუნდს ტრავმების გამო ორივე ძირითადი მეკარე აკლდა და ახალგაზრდა კიპერმა მიიღო შანსი.
შესვენების შემდეგ „სპორტინგმა“ თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა – ტრინკაომ დუბლი გაიფორმა (65’), სანტოსმა და კენდამ კი სწრაფად, ორ წუთში, სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდეს (67’, 68’). სტუმრებმა მხოლოდ შეხვედრის ბოლოს, 86-ე წუთზე მოახერხეს ანგარიშის შემცირება ედმილსონის გოლით.
„კაირატში“ გიორგი ზარია ტრავმის გამო განაცხადში ვერ მოხვდა.
ამ გამარჯვების შემდეგ „სპორტინგი“ შემდეგ მატჩს სტუმრად „ნაპოლისთან“ გამართავს, „კაირატი“ კი 30 სექტემბერს საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
Comments powered by CComment