ქართველმა მარჯვენა მცველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში. მიუხედავად მისი აქტიური ჩართვებისა და დაცვაში სტაბილური ასპარეზობისა, გუნდი დამარცხდა.
ამხანაგური მატჩი, რომელიც გერმანელებისთვის სეზონის წინ ბოლო ტესტი იყო, 0:2 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში 13-ე წუთზე გახსნეს, როცა ბუნდესლიგის ყოფილი ფეხბურთელი ტაკუმა ასანო გამოირჩა. მეორე ტაიმში ჰამბურგს უიღბლობა არ ასცდა — 59-ე წუთზე მუჰაიმმა ბურთი თავით საკუთარ კარში ჩაჭრა და მასპინძლებს უპირატესობა გაუზარდა.
გერმანულმა გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა კარის აღება ვერ მოახერხა. ბოლოს კი, 90-ე წუთზე, ტორუნარიგამ მძიმე ჯარმისითვის წითელი ბარათი მიიღო.
გიორგი გოჩოლეიშვილი ოფიციალურ დებიუტს უკვე მომავალ კვირას გააკეთებს, როცა გუნდი გერმანიის თასზე გასვლით „პირმაზენსს“ დაუპირისპირდება.
Comments powered by CComment