24 წლის ფეხბურთელი დონეცკის „შახტარიდან“ იჯარით გადავიდა და მერლინ პოლცინის გუნდის შემადგენლობაში სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა.
თასის 1/32-ფინალში „ჰამბურგი“ გასვლაზე ობერლიგის „პირმაზენსს“ შეხვდა და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში, დამატებითი დროის შემდეგ იმარჯვა – 2:1.
გოჩოლეიშვილი მოედანზე ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე შეუშვეს და შესვენების შემდეგ შეცვალეს. ქართველმა მცველმა 27-ჯერ შეეხო ბურთს, 19 პასიდან 18 ზუსტად შეასრულა (95%), ჰქონდა ერთი წარუმატებელი დრიბლინგის მცდელობა, ბურთი 5-ჯერ დაკარგა და სამ პოზიციურ ორთაბრძოლიდან ერთი მოიგო.
მატჩში ანგარიში მასპინძლებმა 53-ე წუთზე გახსნეს. „ჰამბურგი“ კი მხოლოდ დამატებული დროის ბოლო წუთებზე გადარჩა – გილერმო რამუშმა ანგარიში გაათანაბრა (90+2). ექსტრა ტაიმში გადამწყვეტი გოლი ჰანსფორდ-იებოა კონიგსდორფერმა გაიტანა.
გოჩოლეიშვილი „შახტართან“ კონტრაქტით 2027 წლამდეა დაკავშირებული. წინა სეზონი იჯარით „კოპენჰაგენში“ გაატარა, სადაც დანიაში დუბლი მოიგო – ჩემპიონატი და თასი. ზაფხულში უკრაინაში დაბრუნებულმა ოთხი მატჩი ჩაატარა „შახტარის“ რიგებში, შემდეგ კი „ჰამბურგს“ შეუერთდა, რომელსაც სეზონის ბოლოს მისი სრულად შეძენის შესაძლებლობა ექნება.
„ჰამბურგის“ ბუნდესლიგაში დაბრუნება 24 აგვისტოს, „ბორუსია მიონხენგლადბახთან“ გასვლით მატჩით შედგება. თასის 1/16-ფინალში მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.
Comments powered by CComment