ჩაკვეტაძეს ჯერ კიდევ გასული სეზონიდან ტერფის პრობლემები აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ პრესეზონის პერიოდში გუნდთან ერთად ნაწილობრივ ვარჯიშობდა, ტრავმა ისევ გაუმიზეზდა და ინდივიდუალურ პროგრამაზე გადავიდა. ბოლო დიაგნოზით, საუბარია ტერფის სტრესულ მოტეხილობაზე, რის გამოც მისი სრულფასოვანი დაბრუნება ახლო მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია.
უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა პაულო პეცოლანომ Watford Observer-თან ინტერვიუში განაცხადა:
„სამწუხაროდ, გიორგის დაბრუნებას უფრო დიდხანს მოგვიწევს ლოდინი, ვიდრე თავიდან ვვარაუდობდით. მკურნალობის პროცესი გრძელდება და გვინდა, ის მოედანზე მხოლოდ მაშინ დავაბრუნოთ, როცა ნამდვილად საუკეთესო ფორმაში იქნება.“
ეს ვითარება სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს ნაკრებში ჩაკვეტაძის მონაწილეობაზე ოქტომბრის უმნიშვნელოვანეს მატჩებში — 11 ოქტომბერს ესპანეთისა და 14 ოქტომბერს თურქეთის წინააღმდეგ.
Comments powered by CComment